Uncategorized

დედოფლის უკანასკნელ ფოტოზე ექიმმა მოახლოებული სიკვდილის ნიშანი დაინახა

Nusagi

ავსტრალიელმა ექიმმა დებ კოენ-ჯონსმა სამშაბათს, 6 სექტემბერს გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელიც ბრიტანეთის დედოფლისა და ქვეყნის ახალი პრემიერის შეხვედრას ასახავდა, მოახლოებული სიკვდილის ნიშანი დაინახა. ამის შესახებ ექიმმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

მედიკოსმა ყურადღება გაამახვილა დედოფალ ელისაბედის ხელზე და განაცხადა, რომ ეს პერიფერიული სისხლძარღვების მწვავე უკმარისობაზე მიანიშნებს, რაც თავის მხრივ, მოახლოებული გარდაცვალების ნიშანია. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დედოფალს სახეზე ღიმილი ჰქონდა და თავი მხნედ ეჭირა, სავარაუდოდ, ის ძლიერ ტკივილს განიცდიდა. 

უცნობია, მანამდე , რამდენ ხანს ჰქონდა მას ხელზე მსგავსი ლაქები, რადგან ბოლო პერიოდში დედოფალი საჯაროდ ხშირად არ ჩნდებოდა და თითქმის ყოველთვის ხელთათმანს ატარებდა.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედი ხუთშაბათს, 8 სექტემბერს გარდაიცვალა. ის უკანასკნელად 6 სექტემბერს გამოჩნდა, როდესაც შოტლანდიაში ბრიტანეთის ახალი პრემიერი, ლიზ ტრასი მიიღო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,863 ნახვა
%d bloggers like this: