სამართალი

ვლადიმერ ბოჟაძე: ეს იანდექსის აპლიკაციით მომუშავე ,,პატრიოტი” რომ სავარაუდო დამნაშავეა ამას ოთარ აბესაძეც დაადასტურებს, რადგან ეს ფაქტი ერთ-ერთმა პირველმა მან გაახმაურა. ისევ ცდილობს სიმართლის დამალვას ომის და ღალატის პარტია მაგრამ, არ გაგივათ!

Nusagi

,,რადიკალურ ოპოზიციას, მის მართულ ენჯეოებს და მედიას თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ აწყობთ მაშინ ,,კლანური სასამართლოა”, ხოლო თუ აწყობთ ნაფიც მსაჯულთა (სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი შედეგი) გამამართლებელ განაჩენსაც პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანენ, სახელმწიფოს დისკრედიტაციას დაიწყებენ და პოლიტიკური ქულების დაწერასაც ეცდებიან,’’ – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

როგორც ბოჟაძე წერს, პირველად, ტაქსის კომპანია იანდექსის მძღოლის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული ოთარ აბესაძემ გაახმაურა, როდესაც ტაქსის მძღოლის დასჯა მოითხოვა.

,,რადიკალურ ოპოზიციას, მის მართულ ენჯეოებს და მედიას თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ აწყობთ მაშინ ,,კლანური სასამართლოა”, ხოლო თუ აწყობთ ნაფიც მსაჯულთა (სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი შედეგი) გამამართლებელ განაჩენსაც პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანენ, სახელმწიფოს დისკრედიტაციას დაიწყებენ და პოლიტიკური ქულების დაწერასაც ეცდებიან. სიმართლე არის მხოლოდ ერთი და ის არსად დაიმალება, ძალიან ცდილობდა ,,ნაციონალური მოძრაობა” 2012 წლის დამარცხებამდე სიმართლის დამალვას მაგრამ, ყველამ ყველაფერი მაინც კარგად ვიცოდით, დღეს ისევ ცდილობს სიმართლის დამალვას ომის და ღალატის პარტია მაგრამ, არ გაგივათ! ეს იანდექსის აპლიკაციით მომუშავე ,,პატრიოტი” რომ სავარაუდო დამნაშავეა ამას ოთარ აბესაძეც დაადასტურებს, რადგან ეს ფაქტი ერთ-ერთმა პირველმა მან გაახმაურა და დამნაშავის დასჯა მოითხოვა. სიმართლე არ და ვერ დაიმალება, მანამდე კი გავაგრძელოთ სიცრუის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა!’’ – წერს ბოჟაძე.

ცნობისთვის, ტაქსისტი, რომელმაც რუსი და ლიეტუველი ტურისტები გომბორზე დატოვა, მსაჯულებმა გაამართლეს. ბრალდების მტკიცებით, მგზავრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ მძღოლმა აპლიკაციაში მითითებული 25 ლარის ნაცვლად, 195 ლარი მოითხოვა.

“მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, რა დროსაც მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს.

ხსენებულით განაწყენებულმა ბრალდებულმა დაძრა ავტომანქანა და გაემართა უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით. დაზარალებულები პოლიციის განყოფილების ნაცვლად, მანქანის გაუჩერებლად, ჩაკეტილი კარებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდას მოსთხოვა.

ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან, თუმცა ბრალდებულმა სცადა არ მიეცა დაზარალებულებისთვის ამის საშუალება და კვლავ დაძრა ავტომანქანა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა და სახისა და კიდურების არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. ავტომანქანიდან მგზავრების გადახტომისა და გაქცევის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ მან გააჩერა ავტომანქანა და მგზავრების ბარგი გზაზე გადაყარა”,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,327 ნახვა
%d bloggers like this: