პოლიტიკა

მაია ნადირაძე: ივანიშვილს დასავლეთის არ ეშინია, მას ეშინია პუტინის, რადგან იცის, რომ პირდაპირ პოლონიუმს დაალევინებს

Nusagi

 ხელისუფლება შეშინებულია, ეხეთქება აქეთ-იქეთ დარეტიანებული ბუზივით, ხან ერთ კედელს მიასკდებიან, ხან მეორეს. რასაც აქამდე ლაპარაკობდნენ, იმის მაჩვენებელი იყო, რომ პუტინი დაუმარცხებელი ეგონათ, ივანიშვილის თავზე არსებობდა საშიშროება და ამიტომ, იყვნენ პრორუსულები,-ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა მაია ნადირაშვილმა ბლოგერ თორნიკესთან  ბერიშვილთან ინტერვიუს დროს განაცხადა. 

მისივე თქმით, ივანიშვილს დასავლეთის არ ეშინია, მას მხოლოდ პუტინის ეშინია, რადგან მისგან პირდაპირ ემუქრება საფრთხე.

„ივანიშვილს პუტინი პირდაპირ დაალევინებს პოლონიუმს და დასავლეთი კი, დაუწყებს აღშფოთებას, მერე განცხადებებს. ივანიშვილს ძალიან სერიოზული ქსელი აქვს ლობისტურიც, მოსყიდულიც, ანალიტიკურიც და იცის, როგორ მოიქცევა ორივე მხარე. იცის, რომ ერთის მხრივ, დასავლეთის მიმართ ლავირების საშუალებაა, რუსეთიდან კი მუდმივი საფრთხე მოდის. 

მისივე თქმით, უკრაინის ომმა ყველაფერი შეცვალა. 

„ივანიშვილს კუდზე დააბიჯეს და ხომ გეუბნებით, ბუზს რომ მოუქნევ, ვერ მოკლავ, მაგრამ დაარეტიანებ, ისეა. ეხეთქებიან აქეთ-იქით. ხან პუტინს უხდიან ბოდიშებს, ხან ამერიკის საელჩოს ესხმიან თავს. ხელისუფლებაში არიან შიშისგან დადამბლავებული ხალხი, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ პუტინი გადარჩა, შეიძლება ისინიც გადარჩნენ, მაგრამ თუ არ გადარჩა, ზუსტად არ იციან, რა მოელით“,-აცხადებს მაია ნადირაძე.

მან თეა წულუკიანის მიმართვა გაიხსენა დავით არახამიას მიმართ და განაცხადა, რომ ეს მიმართვა  უჩვეულოდ ზრდილობიანი იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მთავრობა დაბნეულია.

„თეა წულუკიანის მიმართვა არახამიასადმი, რომ თქვენ უკრაინას მიხედეთ და ჩვენ მივხედავთ ჩვენს თავსო, მისი წინა გამოსვლებისგან განსხვავებით, ერთობ ზრდილობიანი იყო, რაც ნიშნავს, რომ ძაან აბნეულები და დაბნეულები არიან, ესენი არიან დადამბლავებული ხალხი, რომლებსაც აქვთ ინსტიქტი, რომ მზის ჩასვლამდე თავი გადაირჩინონ“,-აცხადებს ნადირაძე.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,848 ნახვა
%d bloggers like this: