უცხოური მედია

„უკვე აღარ ვიცით, რა ვუყოთ ტყვეებს, იმდენი დაგროვდა“ – ალექსეი არესტოვიჩი ხარკოზის შეტევაზე

Nusagi

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში კონტრშეტევის დროს რუსი დამპყრობლების ძალიან დიდი რაოდენობა დაატყვევეს.

„უკვე აღარ ვიცით, რა ვუყოთ ტყვეებს, იმდენი დაგროვდა, რომ ჯარები ვერ უმკლავდებიან. რატომ ხდება ეს? ხარკოვის ოლქში 30 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა, ეს ყველაფერი ბალაკლეიასა და შემდგომ კუპიანსკზე შეტევის შედეგია“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი რუსული მოტომსროლელი პოლკი მას შემდეგ მიმოიფანტა, რაც მეთაურებმა მიატოვეს. სამხედროები კი უკრაინის ტყვეობაში ჩაბარების შესაძლებლობას ეძებენ.

 „არის სრული კოლაფსი და კატასტროფა, რაც, ცუნამივით ანგრევს რუსულ ჯარს. თუ იზიუმის კატასტროფას ბოლოს მოვუღებთ, ტყვეების რაოდენობა ათასობით გაიზრდება“, – დასძინა არესტოვიჩმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,246 ნახვა
%d bloggers like this: