უცხოური მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელი“ რუსეთში გაიქცა

DONETSK, DONETSK PEOPLE'S REPUBLIC - MARCH 29, 2022: Denis Pushilin, head of the Donetsk People's Republic (DPR), gives a press conference. Nikolai Trishin/TASS ÄÍÐ. Äîíåöê. Ãëàâà Äîíåöêîé Íàðîäíîé Ðåñïóáëèêè Äåíèñ Ïóøèëèí âî âðåìÿ ïðåññ-êîíôåðåíöèè. Íèêîëàé Òðèøèí/ÒÀÑÑ
Nusagi

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის ფონზე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელი“ დენის პუშილინი გაიქცა. სად იმყოფება ის ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით, პუშილინი რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია (24-ე არხი) უკრაინის დაზვერვაში, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულ ინფორმაციაზე უკრაინულ მხარეს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს ხერსონის და ხარკოვის ოლქების მიმართულებით. დღეს, 10 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია კუპიანსკის გათავისუფლებისა და იზიუმში რუსული შენაერთების დატყვევების შესახებ. სამხრეთით კი, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,367 ნახვა
%d bloggers like this: