მეცნიერება

ანომალიური სიცხე და სიცივეები, ინტერნეტში სიძულვილის ენას და მტრულ განწყობებს აღვივებს

Nusagi

ანომალიური სიცხის და ზედმეტად დაბალი ტემპერატურის დროს ადამიანებს განწყობა უფუჭდებათ და განსხვავებულად იქცევიან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ეხება არა მხოლოდ პირად კონტაქტებს, არამედ ონლაინ-ურთიერთობებს და ინტერნეტში სიძულვილის ენის გავრცელებას. ამის შესახებ TIME ჟურნალ The Lancet Planetary Health-ზე დაყრდნობით იუწყება.

პოტსდამის ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფმა დაასკანერა 4 მილიარდზე მეტი ტვიტი 6 წლის განმავლობაში. მათგან 75 მილიონზე მეტს, ანუ 2% -ს მიეცა კვალიფიკაცია- სიძულვილის ენა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს პუბლიკაციების ავტორთა ლოკაციები და შეადარეს პუბლიკაციის დღეებში ამ ადგილებში არსებულ ტემპერატურას. 

როგორც გაირკვა, ყველაზე ნაკლები აგრესიული პოსტი ქვეყნდება +15 ºC -დან +18 ºC ტემპერატურის დიაპაზონში. სიცივეში (-6 ºC -დან -3 ºC-მდე) აგრესიული პოსტები 12,5%-ით იმატებდა. ცხელ დღეებში კი, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 40-43 გრადუსს აღწევდა, აგრესიული ტვიტები 22%-ით იყო მომატებული.

მსგავსი ტენდენცია შეინიშნებოდა ისეთ ადგილებშიც კი, სადაც მაღალი შემოსავლის მქონე ხალხი ცხოვრობს, რომლებსაც შეუძლიათ, უზრუნველყოფილნი იყვნენ კონდიცირების ან გათბობის კარგი სისტემებით. განსაკუთრებით, ეს იგრძნობოდა ისეთ რეგიონებში, სადაც ასეთი ტემპერატურა ჩვეულებრივ მოვლენას არ წარმოადგენს. 

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მომავალში კიდევ უფრო გამძაფრდება კლიმატის ცვლილების გამო, რადგან ექსტრემალური ტემპერატურა ადამიანის მოღვაწეობის ზემოქმედებით, კიდევ უფრო გავრცელდება. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,176,036 ნახვა
%d bloggers like this: