პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ეს ჩემი ახირება არ არის, საზოგადოების დაკვეთაა

Nusagi

მინდა, სვანეთიდან, ვთქვა, რომ არ ვეშვები და ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში ტაძრის საგანძურის მცველებისა და სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოადგილის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

„ყველას გვტკივა ის ძალიან მძიმე ფონი, რომელიც შექმნილია პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში: გაუთავებელი დაპირისპირება, პოლარიზაცია, ლანძღვა, აუტანლობა, რომელიც არსებობს დღეს, ეს ალბათ, თქვენთვისაც მიუღებელია. ეს მხარე დღემდე ასე ძლიერი სწორედ იმიტომ მოვიდა, რომ თქვენ იცით ერთობის მნიშვნელობა.

მე მინდა, სვანეთიდან, ვთქვა, რომ არ ვეშვები და ეროვნული თანხმობა არის და მუდმივად იქნება ჩემი ძალისხმევა, ვნახავ სადამდე მივალ. ეს მხოლოდ ჩემს ხელში არაა, მაგრამ ერთი რამ ვიცი, რომ ეროვნული თანხმობა ჩემი ახირება არ არის, ეს საზოგადოების დაკვეთაა! საზოგადოებას მართლაც უნდა დაწყნარება და მართლაც უნდა ერთობა, რომელიც გააძლიერებს ქვეყანას.

ამის მაგალითი პირდაპირ უკრაინიდან მოდის. თუ არა ერთობა, უკრაინა დღეს დამარცხებული იქნებოდა და თუ აქამდე გაძლო (და თუ ნაწილობრივ უკვე გამარჯვებულია და ვუსურვებ სრულიად გამარჯვებას), ეს იმიტომ, რომ ერთიანი იყო, ერთიანი არის და ერთიანი იქნება! ეს ჩვენც შეგვიძლია. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვაჩვენეთ, რომ ეს შეგვიძლია და ეს არ შეიძლება, დავივიწყოთ!“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,007 ნახვა
%d bloggers like this: