უცხოური მედია

უკრაინის არმია რამდენიმე მიმართულებით კონტრშეტევას ახორციელებს – ხარკოვის 40 დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია

Nusagi

უკრაინის არმიამ ხარკოვის 40 პუნქტი ოკუპანტებისგან გაათავისუფლა. ინფორმაცია ოლქის ხელმძღვანელობამ გაავრცელა. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ რუსები ლუგანსკის ოლქს მასობრივად ტოვებენ.

საპასუხოდ, რუსმა ოკუპანტებმა ღამით ხარკოვის თბოელექტროსადგური დაბომბეს. დაიღუპა ერთი ადამიანი. დასახლებულ პუნქტებს ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა შეექმნა.

„სიცივე, სიბნელე, შიმშილი და წყურვილი ჩვენთვის არ არის ისეთი საშინელი და მომაკვდინებელი, როგორიც თქვენთან მეგობრობა და ძმობა. ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს“,-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,404 ნახვა
%d bloggers like this: