პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური – „ტვ პირველის“ საქციელი არის ამორალური, სრული დეზინფორმაცია, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

Nusagi

“ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა! ვადასტურებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთ დაწესებულებაში ნამდვილად მოხდა შემთხვევა, როდესაც მოქალაქემ სცადა პროვოკაციის მოწყობა. ჩვენი საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური წერს.

მისი თქმით, “ტვ პირველის” საქციელი არის ამორალური, სრული დეზინფორმაცია, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„საზოგადოება მიეჩვია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული ტელევიზიები საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელების მთავარი წყაროა. ეს მედიასაშუალებები ახერხებენ, რომ ყოველ ჯერზე უფრო გაუგონარი ტყუილი გაავრცელონ. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა! ვადასტურებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთ დაწესებულებაში ნამდვილად მოხდა შემთხვევა, როდესაც მოქალაქემ სცადა პროვოკაციის მოწყობა. ჩვენი საუბარი გაგრძელდა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. “ტვ პირველის” საქციელი არის ამორალური, სრული დეზინფორმაცია, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“ – წერს ალუდა ღუდუშაური Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,246 ნახვა
%d bloggers like this: