ეკონომიკა

EBRD-ის პრეზიდენტი – საქართველოში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რუსეთიდან ფულადი გზავნილების მაღალი დონითა და ტურიზმიდან მოსალოდნელზე მაღალი შემოსავლითაა განპირობებული

Nusagi

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” (EBRD) პრეზიდენტის, ოდილ რენო-ბასოს განცხადებით, საქართველოში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მოკლევადიანი ფაქტორებით, რუსეთიდან ფულადი გზავნილების მაღალი დონითა და ტურიზმიდან მოსალოდნელზე მაღალი შემოსავლითაა განპირობებული. ამის შესახებ ოდილ რენო-ბასომ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩვენ მკაცრად დავგმეთ რუსული აგრესია და გამოვუცხადეთ მტკიცე მხარდაჭერა უკრაინასა და მის ხალხს. გარდა ამისა, აპრილში, რუსული აგრესიის საპასუხოდ, ჩვენმა მეწილეებმა გადაწყვიტეს, რუსეთისა და ბელარუსისთვის EBRD-ის რესურსებზე წვდომა შეეზღუდათ. ბანკმა დახურა თავისი ოფისები მოსკოვსა და მინსკში და მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის გვერდში დგომას.

ჩვენი დაკვირვებით, საქართველოში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მოკლევადიანი ფაქტორებით – რუსეთიდან ფულადი გზავნილების მაღალი დონითა და ტურიზმიდან მოსალოდნელზე მაღალი შემოსავლითაა განპირობებული, თუმცა ჩვენ ფოკუსირებული ვართ საქართველოს სტაბილურობაზე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების, მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისა და ინფრასტრუქტურის ხელშეწყობით, ასევე განახლებად ენერგიებში მზარდი ინვესტირებითაც“,- განაცხადა ოდილ რენო-ბასომ.

ცნობისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო 12-16 სექტემბრის შუალედში კავკასიის ტურნეს მართავს და საქმიანი ვიზიტით საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ბანკის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, ეს კავკასიაში მისი პირველი საქმიანი ვიზიტია, რომლის ფარგლებშიც EBRD-ის პრეზიდენტი მთავრობის წევრებს, პოლიტიკურ ლიდერებს, დიპლომატებს, ბიზნესისა და საბანკო-საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდება, მთავარი განსახილველი საკითხები კი განახლებადი ენერგიები, ინფრასტრუქტურული განვითარება, რეფორმები და ფინანსური მდგრადობა იქნება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,342 ნახვა
%d bloggers like this: