რელიგია

არქიმანდრიტი ეფრემი – ღარიბაშვილი გონიერი, სუფთა ადამიანია, ქვეყანას ძალიან გონივრულად მართავს

Nusagi

გონიერი, სუფთა ადამიანია. აქვს ძალიან განსაკუთრებული გარჩევის უნარიც და ქვეყანას ძალიან გონივრულად მართავს, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა საქართველოს პრემიერ-მინისტრზე საუბრისას განაცხადა.

მამა ეფრემმა მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა და მისი პიროვნების შესახებ ვრცლად ისაუბრა. არქიმანდრიტის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი მან ათონის მთაზე, ვატოპედის მონასტერში მიიწვია. მან განმარტა, რომ ბიზანტიური ტრადიციით მართლმადიდებელი ქვეყნების მეთაურებს განსაკუთრებულად ხვდებიან.

გონიერი, სუფთა ადამიანია. აქვს ძალიან განსაკუთრებული გარჩევის უნარიც და ქვეყანას ძალიან გონივრულად მართავს. მიუხედავად იმისა, რომ მთელს პლანეტაზე ძალიან დიდი მღელვარება სუფევს, საქართველოში სტაბილურობის გრძნობა აქვს კაცს. შემიძლია ვთქვა, რომ უსაფრთხოების გრძნობაც საქართველოში უფრო მეტია. საბერძნეთშიც არ გვაქვს ასეთი შეგრძნება. ამის გამო მე მას მადლობა გადავუხადე. ასეთი ბრძნული მართვისთვის და ვუსურვე, რომ ღმერთის დახმარებითა და განათლებით ასე გააგრძელოს ქვეყნის მართვა. დავპატიჟე ვატოპედის მონასტერში. არ ვიცი, იცით თუ არა, რომ მართლმადიდებელი ქვეყნების მეთაურებს განსაკუთრებული შეხვედრა აქვთ ათონზე, ბიზანტიური ტრადიციით. ძალიან გაგვიხარდება, თუ ბატონ ირაკლისაც მოვუწყობთ ასეთ შეხვედრას. ვლოცულობთ მისთვის და პატრიარქსაც უყვარს პრემიერი. ზოგადად, ეკლესია კმაყოფილია მისით. ეს არის ძალიან დადებითი ფაქტორი“, – განაცხადა არქიმანდრიტმა ეფრემმა.

ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი ათონის მთის დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოში 15 სექტემბერს ჩამობრძანდა. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იგი 16 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,176,036 ნახვა
%d bloggers like this: