პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ჩვენი სტრატეგიაა ყოველდღიური ქმედებები და არა წინასწარი განცხადებები

Nusagi

ვმუშაობთ საერთო პროევროპულ მოძრაობაზე, რომელიც საქართველოს დაიხსნის პრორუსული „ქართული ოცნებისგან“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა  განაცხადა. გიორგი ვაშაძემ უპასუხა კითხვას „ლელოს“, „გირჩი- მეტი თავისუფლების“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შესაძლო გაერთიანებაზე.

ვაშაძის თქმით, დღეს არ არის არჩევნები, ამიტომ საუბარი არ არის კოალიციის შექმნაზე.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ საერთო პროევროპული მოძრაობა, რომელშიც ვთანამშრომლობთ ყველა პროდასავლურ ძალასთან, სიღრმისეული თანამშრომლობა გვაქვს ამ პოლიტიკურ პარტიებთან, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ პოლიტიკური მოძრაობა, ეს უნდა იყოს პოლიტიკურ- საზოგადოებრივი ფართომასშტაბიანი მოძრაობა, რომ ჩიხში მყოფი საქართველო გადარჩეს ამ პრორუსული ძალისგან, რომელიც ხელისუფლებაშია. ეს ვერ იქნება კოალიცია, დღეს არჩევნები არ არის, დაელოდეთ, ყველაფერი დაგეგმილი გვაქვს, ჩვენი სტრატეგიაა ყოველდღიური ქმედებები და არა წინასწარი განცხადებები,“ – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ერთ პარტიად გაერთიანდნენ, ვაშაძე აცხადებს, რომ აბსოლუტურად სხვა რამეზე საუბრობს.

„აბსოლუტურად სხვა რამ ვთქვი, ვმუშაობთ საერთო პროევროპულ მოძრაობაზე, რომელიც საქართველოს დაიხსნის პრორუსული „ქართული ოცნებისგან“ და მიტაცებულ სამშობლოს დაუბრუნებს ხალხს,“ – განაცხადა ვაშაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,774 ნახვა
%d bloggers like this: