საზოგადოება

გიორგი კალანდია: ფაქტი არის ეს – რაც ყველას და, მათ შორის, ვიოლას მოსწონს, არის ფონდ “ქართუს” და ბიძინა ივანიშვილის გადარჩენილი

Nusagi

მავანი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები იძახდნენ, რომ ნიკო დადიანის სასახლე ინგრევა და ყველაფერი იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე რეაბილიტაციამდე იყო. დადიანების სასახლე ხომ ყველა პოლიტიკაზე მაღლა დგას და ყველა პოლიტიკურ გემოვნებაზე უფრო მაღალია. აი, ამ ადამიანებს გავახსენე ის, რომ რითაც ჩვენ ვამაყობთ და არის ჩვენი ევროპელობის სიმბოლო, გადარჩა და გადაარჩინა ფონდმა “ქართუმ” და უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილმა, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდიამ “კვირას” განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იმის ართქმა, რომ საქართველოს ეროვნულობისა და ევროპულობის სიმბოლოდ წოდებული, დადიანების სასახლეს რესტავრაცია ფონდმა “ქართუმ” ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გაუკეთა, უსამართლობა იქნება.

“მნიშვნელოვანია ის, რომ ზუგდიდის დადიანების სასახლე რომ ევროპის, ჩვენი, ქართველთა ევროპულობის და ევროპული ორიენტაციის სიმბოლოა, ამას ევროპარლამენტარი ამბობს. ძალიან სასიამოვნო ფაქტია და ჩვენი ეროვნული საგანძურის უცხოელებისათვის გაცნობის კიდევ ერთი ძალიან კარგი შანსი.
ამ სასახლის რეაბილიტაციას დასჭირდა ძალიან დიდი დრო,  ფინანსები.
რეაბილიტაციის ინიციატორი უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო. მე ძალიან კარგად მახსოვს, ის ოჯახთან ერთად მოვიდა  – ნიკო დადიანის სასახლე დაათვალიერა, რომელიც იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, ყველა გვეუბნებოდა, რომ მისი გადარჩენა იყო შეუძლებელი. მაგრამ ეს ყველაფერი გაკეთდა, გადარჩა. მე მახსოვს, მავანი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები იძახდნენ, რომ ნიკო დადიანის სასახლე ინგრევა და ყველაფერი იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე რეაბილიტაციამდე იყო. დადიანების სასახლე ხომ ყველა პოლიტიკაზე მაღლა დგას და ყველა პოლიტიკურ გემოვნებაზე უფრო მაღალია. აი, ამ ადამიანებს გავახსენე ის, რომ რითაც ჩვენ ვამაყობთ და არის ჩვენი ევროპელობის სიმბოლო, გადარჩა და გადაარჩინა ფონდმა “ქართუმ” და უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილმა. მე რომ ეს არ ვთქვა და ხაზი არ გავუსვა, არ შემიძლია იმიტომ, რომ მადლიერება არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გრძნობა ადამიანისა“, – ამბობს კალანდია.

რაც შეეხება კითხვას, უამრავი ქველმოქმედების ფონზე, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის აქვს გაკეთებული, რამდენად სამართლიანია მისი ,,ოლიგარქად,, წოდება და სანქციების დაწესების მოთხოვნა, ისტორიკოსი ამბობს, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს, მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას ახდენს. ფაქტი კი არის ის, რომ ერთადერთი ფონდი, რომელმაც რესტავრაცია საკუთარ თავზე აიღო, “ქართუ” და ბიძინა ივანიშვილია.

“მე პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ, პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე არასდროს ვაკეთებ კომენტარს, არც ახლა დავარღვევ ამას. მე უბრალოდ ფაქტის კონსტატირება მოვახდინე. ფაქტი არის ეს – რაც ახლა ყველას, მათ შორის, ქალბატონ ვიოლას მოგვწონს და არის ჩვენი ეროვნულობის და ევროპულობის საუკეთესო სიმბოლო, არის გადარჩენილი ფონდი “ქართუს” მიერ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირადად მე ვარ მომსწრე, როგორ მიიღო ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება.
სხვათა შორის, ჩვენ ძალიან აქტიურად ვცდილობდით, რომ ეს სასახლე გადარჩენილიყო, არ გეგონოთ, რომ გულხელდაკრეფილები ვისხედით, მაგრამ ეს იყო იმხელა თანხებთან დაკავშირებული, რომ არცერთი ფონდი და არცერთი საქველმოქმედო ორგანიზაცია ამას ხელს არ ჰკიდებდა”, – თქვა ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, ზუგდიდმა EU4Culture-ის კონკურსში გაიმარჯვა და კულტურული განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად 300 000 ევროს გრანტი მოიპოვა. აღნიშნულს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერში” გამოეხმაურა და საქართველოს ევროკავშირში გარდაუვალ გაწევრიანებაზე გაამახვილა ყურადღება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,087 ნახვა
%d bloggers like this: