პოლიტიკა

ნინო წილოსანი გაერო-ს თანასწორობის თაობის ლიდერთა ჯგუფის წევრად აირჩიეს

Nusagi

მაქვს პატივი თანასწორობის თაობის ლიდერთა ჯგუფის წევრად ვიყო არჩეული ,-ამის შესახებ უმრავლესობის წევრი დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

„ჯგუფის წევრობა საშუალებას მაძლევს წარმოვადგინო საქართველოს პარლამენტი, როგორც მრჩეველმა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მონაწილეობა მივიღო თანასწორობის თაობის ინიციატივებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ბუნებრივია, ეს ყოველივე უდიდესი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა, ამიტომ, ძალისხმევას არ დავიშურებ იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რომელიც თანასწორობის თაობის მონაწილეებმა აიღეს.

განსაკუთრებით მიხარია, რომ საქართველოც შეუერთდა თანასწორობის თაობის ფორუმს და გლობალური მობილიზაციის ფარგლებში აიღო სახელმწიფო ვალდებულებები ორი თემატური მიმართულებით 👉 გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრა და ინოვაცია, ტექნოლოგიები გენდერული თანასწორობისთვის“,-წერს ნინო წილოსანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,787 ნახვა
%d bloggers like this: