პოლიტიკა

 ბოკერია: “ლელო”, “ენმ” და “აღმაშენებელი” აჩვენებენ საზოგადოებას თითქოს რაღაცას აკეთებენ, არც ფიქრობენ ხვალინდელ ან ზეგინდელ ეფექტზე

Nusagi

„ეს არის მორიგი სრულიად უსაფუძვლო მოლოდინის შექმნა საპარლამენტო ოპოზიციისგან, ენმ-სგან, ლელოსგან, სტრატეგია აღმაშენებლისგან და მთელი ამ კონგლომერატისგან. ეს არის უბრალოდ რაღაცის კეთების დემონსტრირება, რომ აი ჩვენ რაიმეს ვაკეთებთ ამ არალეგიტიმურ პარლამენტში, როცა ვითარება გაცდენილია სამწუხაროდ იმ ზღვარს, როცა სხვა ნორმალური ვითარებისთვის შესაფერისი საპარლამენტო ინიციატივები იქნებოდა ადეკვატური“ – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას

„ახლა ამ მოლოდინის შექმნით, მერე როცა ვერ დადგება შედეგი, ან უმრავლესობა არ ექნებათ, ან რაღაც საოცრება მოხდეს და რომც ჰქონდეთ უმრავლესობა უბრალოდ ვერ მოახდენენ გავლენას ვითარებაზე, ისევ იქნება ლაპარაკი და თითს გაშვერა, რომ კიდევ ერთხელ გააშიშვლეს რეჟიმი.

მე ეს მგონია შეცდომა და მოხარული ვიქნები თუ ჩვენ შევცდით, საოცრება მოხდება და გამოიყენებენ ამ ინსტრუმენტს, მაგრამ მგონია ისევ ტრადიციულ გზაზე დგანან ლელო, ენმ, აღმაშენებლი, რომ იმ მომენტისთვის აჩვენებენ საზოგადოებას თითქოს რაღაცას აკეთებენ და არც ფიქრობენ ხვალინდელ ან ზეგინდელ ეფექტზე“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,029,995 ნახვა
%d bloggers like this: