უცხოური მედია

„გარდიანი“: პუტინის გადაწყვეტილებამ რუსეთი შოკში ჩააგდო

Nusagi

რუსეთში, უახლესი ისტორიის მანძილზე პირველად, სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ხელისუფლების განცხადებით, მობილიზაცია ნაწილობრივია და 300 000 ადამიანს შეეხება.

პუტინმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. მან რუსეთის მოქალაქეებს მიმართა მოსკოვის დროით, დილის 9 საათზე. პუტინის თქმით, გაწვევას დაექვემდებარებიან „მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებიც რეზერვში არიან, გავლილი აქვთ სამხედრო მომზადება და აქვთ საომარი გამოცდილება. 

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია უცხოური მედიის ძირითადი თემა გახდა.

„გარდიანის“ კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ პუტინის გადაწყვეტილებამ რუსეთი შოკში ჩააგდო. მისი თქმით, საომარი მოქმედებების დაწყების დროს, პრეზიდენტი ცდილობდა, „მოსახლეობისთვის აერიდებინა“ ომის საშინელი რეალიები, კრემლი კი, ცდილობდა შეექმნა ნორმალური და მშვიდობიანი განწყობა მოსკოვისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინის გადაწყვეტილება, ომში გაიწვიოს ახალგაზრდები, ყველა ოჯახს შეეხება. 

„ნაწილობრივი მობილიზაცია ასევე, განიხილება, როგორც კრემლის მიერ წარუმატებელი საომარი მოქმედებების  აღიარება“,-წერს გამოცემა.

„ბლუმბერგი“ მკითხველს შეახსენებს პუტინის სიტყვებს ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. -რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვინც ცდილობს ბირთვული იარაღით მოსკოვის შანტაჯს, „უნდა იცოდეს, რომ ნიავმა შესაძლოა, საპირისპირო მხარესაც დაუბეროს“.

სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსეთის ოფიციალური პირები ადრეც მიანიშნებდნენ ატომური იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე, რამაც შესაძლოა, აშშ-სთან და სხვა ბირთვულ სახელმწიფოებთან კონფლიქტი წარმოშვას. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,050 ნახვა
%d bloggers like this: