Uncategorized

ვოლოდიმირ ზელენსკი: ომით გამოწვეული ყველა სირთულის მიუხედავად, გადავწყვიტეთ, ეთიოპიასა და სომალს ჰუმანიტარული დახმარება გავუწიოთ

Nusagi

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის დებატებზე, განაცხადა, რომ უკრაინა ეთიოპიასა და სომალს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.

„ჩვენ უკვე ვადგავართ საზღვაო და სასურსათო უსაფრთხოების აღდგენის გზას. მადლობას ვუხდი ბატონ ანტონიო გუტერეშს (გაეროს გენერალურ მდივანს) პირადი ჩართულობისთვის. ალჟირმა, ეთიოპიამ, ეგვიპტემ, ლიბიამ, კენიამ, სომალმა, სუდანმა, ტუნისმა, ბანგლადეშმა, ისრაელმა, ინდოეთმა, ირანმა, იემენმა, კვიპროსმა, ჩინეთმა, კორეამ, ლიბანმა, თურქეთმა, ბელგიამ, ბულგარეთმა, საბერძნეთმა, ირლანდიამ, ესპანეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა, გერმანიამ, რუმინეთმა და საფრანგეთმა უკვე მიიღეს უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტები. ჩვენ უნდა გავზარდოთ ზღვის გავლით [პროდუქციის] მიწოდება, როგორც ბაზრის პირობების, ისე გაეროს სასურსათო პროგრამის ფარგლებში, რომლისთვისაც უკრაინა ყოველთვის საიმედო პარტნიორია. სხვათა შორის, ომით გამოწვეული ყველა სირთულის მიუხედავად, გადავწყვიტეთ, ჰუმანიტარული დახმარება გავუწიოთ ეთიოპიასა და სომალს, ამიტომ მათ დამატებით გავუგზავნით ჩვენს ხორბალს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,029,987 ნახვა
%d bloggers like this: