სამართალი

თამთა მეგრელიშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დაესვა წერტილი პარლამენტის შენობაში “შესეირნებისა” და შენობა-ნაგებობის ბლოკირების ილუზიას. გადაწყვეტილება, თეთრზე შავით საზეპიროა რადიკალური ოპოზიციისათვის!

Nusagi

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება საქმეზე – „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

როგორც მეგრელიშვილი წერს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნათეთრზე შავით საზეპიროა რადიკალური ოპოზიციისათვის!

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2022 წლის 1-ელ სექტემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ პროტესტის ისეთი ფორმები, როგორიცაა პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, პარლამენტისკენ მიმავალ გზაზე დაჯდომა, პოლიციის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ცალსახად საზოგადოებრივი წესრიგის ისეთ დარღვევას წარმოადგენს, რაც სცილდება მცირე მნიშვნელობის უწესრიგობის ფარგლებს. ამასთან, უგულებელყოფს დემოკრატიულ საზოგადოებაში პარლამენტის ეფექტიანად მუშაობის მნიშვნელობას. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ სახელმწიფოს მოქმედებები საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელების გათავისუფლების მიზნით მართლზომიერი იყო. ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ დაესვა წერტილი პარლამენტის შენობაში “შესეირნებისა” და შენობა-ნაგებობის ბლოკირების ილუზიას. გადაწყვეტილება, თეთრზე შავით საზეპიროა რადიკალური ოპოზიციისათვის!“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,087 ნახვა
%d bloggers like this: