სამართალი

კულტურის სამინისტროს გენინსპექცია შეისწავლის, რატომ იყო დმანისში აღმოჩენილი უძველესი კბილი კერძო პირის ბინაში

Nusagi

კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ დმანისთან არქეოლოგების მიერ 1,8 მილიონი წლით დათარიღებული უძველესი ადამიანის კბილი, ამ დროისთვის მუზეუმშია, თუმცა გენინსპექცია შეისწავლის, რატომ იყო კბილი კერძო პირის ბინაში.

თეა წულუკიანის განმარტებით, არტეფაქტის სახლის პირობებში შენახვა, უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენისადმი, სრულიად დაუშვებელ მოპყრობას წარმოადგენს.

„დმანისთან აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი დაცულია იქ, სადაც უნდა იყოს დაცული. ამ კბილის ადგილი არის მუზეუმში და მუზეუმში ის დაცულია მხოლოდ გუშინდელი დღიდან, რაც სამწუხაროა. ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აგროვებს მასალებს და თუ დავინახეთ, რომ რაიმე ტიპის სერიოზული დარღვევაა, თუმცა დარღვევები სახეზეა, შემდეგ მივცემთ ამას მსვლელობას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, უძველესი ადამიანის კბილი კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა (სავარაუდოდ), პალეონტოლოგ ნიკა ვანიშვილის სახლიდან ამოიღეს და მუზეუმში გადაიტანეს, თავად ვანიშვილი კი გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გამოკითხეს.

პალეონტოლოგი ნიკა ვანიშვილი, ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე და ამ ძეგლის ერთ-ერთი აღმომჩენია. არქეოლოგები აცხადებენ, რომ აღმოჩენა ამყარებს რეგიონის, როგორც ევროპაში ყველაზე ადრეული პრეისტორიული დასახლების ადგილის სტატუსს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,126 ნახვა
%d bloggers like this: