პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სპეცოპერაციაზე: უსისხლოდ, მაღალ დონეზე ჩატარდა ღონისძიება. სულელურ კამპანიას აწარმოებენ- ვაშაძე ერთი მიმართულებით და მეორე მიმართულებით, წერენ, რომ ეს იყო სპექტაკლი

Nusagi

,,ასეთი სიგიჟე თქვეს და ვაშაძის პირით გაახმოვანეს, ანუ კარგი რაც ხდება, პროფესიონალურ დონეზე, თუ ჩატარდება ღონისძიება არის გამართლება. სხვას რომ ვერაფერს ამბობენ ამას ამბობენ, როგორც ჩანს. მაგრამ, ამის გარდა, უფრო მეტი უბედურება და ალბათ, რა ვიცი, ფსიქოლოგიური პრობლემები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელიც დაგეგმავს ამას. გახსოვთ, ორი დღის წინ, საღამოს, დაგეგმილი კამპანია რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი,’’ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პროფესიონალურ დონეზე ჩატარდა სპეცოპერაცია, ამიტომ ვაშაძის მიერ, გაახმოვანეს, რომ ეს იყო უბრალოდ გამართლება და არა სამართალდამცველების მაღალი პროფესიონალიზმის შედეგი.

,,ფეისბუქში, რამდენიმე პოსტი შემხვდა, იწერებოდა, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი რაღაცების გადასაფარად. ანუ, 20- წლიან სასჯელზე მიდის ადამიანი იმისთვის, რომ ვახო გომელაურის იმიჯზე იზრუნოს. ამ დროს, ვახო გომელაური არის ადამიანი, გულწრფელად გეუბნებით და მთელი ცხოვრების განმავლობაში პასუხს ვაგებ ამ სიტყვებზე. ეს არის ადამიანი, რომელიც პროფესიონალია, როგორ უსისხლოდ და მაღალ დონეზე ჩატარდა მისი ხელმძღვანელობით ეს ღონისძიება. უპატიოსნესი ადამიანია, რომელსაც ძალიან უყვარს თავის სამშობლო. ვიცნობ და დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ვლაპარაკობ. ამის გადაფარვა უნდათ, ამ სულელური კამპანიებით, რომლის მიხედვითაც ერთი მხრივ გაუმართლათ. ვაშაძე ერთი მიმართულებით კამპანიას აწარმოებს და მეორე მიმართულებით, სერიოზულად წერენ, რომ ეს იყო სპექტაკლი. არ ვიცი, ნორმალური ფსიქიკის ადამიანმა ასეთი რაღაცები წესით არ უნდა დაწეროს, მაგრამ კამპანიას ატარებენ, რა გავაკეთოთ?’’- განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,087 ნახვა
%d bloggers like this: