უცხოური მედია

ანჟეი დუდა: აშშ-ში ასევე არის ღილაკები, რომლითაც ბირთვულ რაკეტების გაშვება ხდება

Nusagi

პოლონეთის პრეზიდენტ, ანჟეი დუდა მიაჩნია, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, მოსკოვი შეერთებული შტატებისგან პასუხსა და ცივილიზებული სამყაროსგან გარიყვას უნდა ელოდოს.

„აშშ დიდი ბირთვული სახელმწიფოა, უდიდესი სამხედრო სახელმწიფო მსოფლიოში და ის, რომ აშშ სერიოზულად უყურებს რუსეთის [ბირთვულ] მუქარას, ასევე საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის. თუ რუსეთი ყველა ტაბუს დაარღვევს სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც არ გააჩნია ბირთვული იარაღი და დღეს იცავს თავის ტერიტორიას მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, თუ ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ, რუსეთი პასუხს უნდა ელოდოს“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აშშ-ში ასევე არის ღილაკები, რომლითაც ბირთვულ რაკეტების გაშვება ხდება“.

22 სექტემბერს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ მოსკოვის არსენალში არსებული ნებისმიერი იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული იარაღი, შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიების დასაცავად.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,087 ნახვა
%d bloggers like this: