ხელოვნება და კულტურა

ნიკა ივანიშვილი: სეიფის სიმძიმიდან გამომდინარე. გადავწყვიტე, კბილი ერთი ღამით დამეტოვებინა ჩემს საველე ზურგჩანთაში

Nusagi

კულტურის სამინისტროს გენინსპექციამ არქეოლოგიური მასალა – უძველესი კბილი, ერთ-ერთი მეცნიერის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღო და ამტკიცებს, რომ შენახვის ადგილი და პირობები ეროვნულ მუზეუმთან შეთანხმებული არ ყოფილა.

თავად პალეონტოლოგი ნიკა ვანიშვილი გაუგებრობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ სამინისტრომ მის სახლში არტეფაქტის, 1.8 მილიონი წლის წინანდელი კბილის დროებით შენახვა კანონდარღვევად მიიჩნია და ახსნა, რა გარემოებების გამო მიიღო გადაწყვეტილება კბილის სახლში წაღების შესახებ.

ამბობს, რომ კბილი განსაკუთრებით დაცულ გარემოში უნდა განთავსებულიყო, სეიფის გადატანა ვერ მოახერხა და  გადაწყვიტა, ერთი ღამით არტეფაქტი საველე ზურგჩანთაში დაეტოვებინა, დილით კი ისევ პალეონტოლოგიის ინსტიტუტში დააბრუნებდა.

მისივე თქმით, მან თავად უთხრა მუზეუმის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ ახალბედაშვილს, რომ კბილი მის საცხოვრებელ სახლში ინახებოდა  და სწორედ ამის შემდეგ მივიდა გენინსპეცია მის სახლში.

“კბილი უნდა განთავსებულიყო განსაკუთრებით დაცულ გარემოში სეიფში, მაგრამ სამწუხაროდ იქიდან გამომდინარე, რომ მე მარტო ვიყავი ერთადერთი თანამშრომელი პალეონტოლოგიის ინსტიტუტის შენობაში, სეიფის გადატანა ისეთ ოთახში, რომელიც უფრო მყარი იყო ვერ მოვახერხე, სეიფის სიმძიმიდან გამომდინარე. გადავწყვიტე, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ეს კბილი ერთი ღამით, 19 სექტემბრის საღამოდან 20 სექტემბრის დილამდე დამეტოვებინა ჩემს საველე ზურგჩანთაში, შესაბამის ჯიბეში, სადაც ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა მთელი ღამის განმავლობაში და დავაბრუნებდი პალეონტოლოგიის  ინსტიტუტში დილით, მოვათავსებდი სხვა კოლეგების დახმარებით ამ სეიფს უსაფრთხო ადგილას და ჩავკეტავდით იმ სეიფში და იქნებოდა უსაფრთხოდ კბილი” – ამბობს ნიკა ვანიშვილი

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,126 ნახვა
%d bloggers like this: