საზოგადოება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

Nusagi

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოების მოტყუებას ისახავს მიზნად.

კერძოდ, 23 სექტემბერს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ თამთა მიქანაძე წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა. განვმარტავთ, რომ ეს ინფორმაცია, სიუჟეტში ასახულ სხვა დეზინფორმაციასთან ერთად, არის ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს. ასეთ პიროვნებას არასოდეს არ უმუშავია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. სამწუხაროა, რომ სიუჟეტის ავტორმა არ ისურვა საკითხის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადამოწმება.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ცრუ ფაქტებზე დამყარებული სიუჟეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გრძელდება სასამართლოს წინააღმდეგ აშკარა ტყუილებზე აგებული კამპანია. დაუსაბუთებელი ბრალდებები და განზრახ დამახინჯებული ფაქტები ხელს უწყობს სასამართლო სისტემის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, – ნათქვამია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,062 ნახვა
%d bloggers like this: