უცხოური მედია

კადიროვი აცხადებს, რომ ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა მობილიზაციის შემთხვევაში, რეზერვი საჭირო აღარ იქნება.

Nusagi

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ თუ მოხდება ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა 50%-ის მობილიზაცია, არანაირი რეზერვი აღარ იქნება საჭირო.

მისი თქმით, ძალოვანებს აქვთ კარგი ფიზიკური მომზადება და იარაღის ხმარების სიახლეებიც იციან. კადიროვი ამბობს, რომ ძალოვნების საერთო რაოდენობა დაახლოებით 5 მილიონი ადამიანია. 

„თუ თანამშრომელთა 50%-ს ადგილზე დავტოვებთ , მეორე ნახევარი – 2,5 მილიონი ადამიანი ნებისმიერ დასავლურ არმიას გაანადგურებს, რეზერვი არ იქნება საჭირო“,-დასძინა მან.

კადიროვმა ასევე გააკრიტიკა, ვინც მობილიზაციას გაურბის და მათ „გამოუსადეგარი ხალხი“ უწოდა. 

„აეროპორტებში, რიგში მდგარი ადამიანები, ვინც მობილიზაციას თავს არიდებს, საცოდავი სანახავია. ძალაუნებურად ხვდები, რომ ამ ბალასტის გარეშე ყველა უკეთესად იქნება“,-განაცხადა ჩეჩნეთის მეთაურმა.

მისივე თქმით, ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, თავი გაიმართლონ, რომ არ სჯერათ ამ ამის, თქვან, რომ ეს მათი ომი არ არის, თუმცა რელობა ერთია- ისინი მშიშრები არიან.  

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,073 ნახვა
%d bloggers like this: