სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: გვინდა, რომ გიბრალტარის ნაკრებთან მოგებით დავასრულოთ ეს ჩვენი კარგი თამაშები

Nusagi

გვინდა, რომ გიბრალტარის ნაკრებთან მოგებით დავასრულოთ ეს ჩვენი ასე ვთქვათ, კარგი თამაშები, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა.

მან კომენტარი „დინამო არენაზე“ გუშინ გამართულ მატჩზე გააკეთა, სადაც საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მოვიპოვეთ პირველი ადგილი, გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ მივდივართ მოსაგებად. გვინდა, რომ მოგებით დავასრულოთ ეს ჩვენი ასე ვთქვათ, კარგი თამაშები.

რაც შეეხება თამაშს, ცოტა რთული თამაში იყო, შესაძლოა, ხარისხით ისეთი არ იყო, მაგრამ გამარჯვება მოვიპოვეთ, მიზანს მივაღწიეთ და ჩემი აზრით, ამ შედეგით ყველა კმაყოფილია“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი ოფშია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და წაუგებელი მატჩების სარეკორდო სერიაც გაიმეორა. ჩვენი ქვეყნის გუნდმა C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის მეხუთე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ორით ნული დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელებმა თითო ტაიმში თითო გოლის გატანა მოახერხეს. პირველ ნახევარში ანგარიში ავტო გოლით გაიხსნა, ხოლო საბოლოო შედეგი ხვიჩა კვარაცხელიამ დააფიქსირა, რომელსაც საგოლე გადაცემა ბუდუ ზივზივაძემ გაუკეთა.

საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ხუთ ტურში 13-ი ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა. ბოლო შეხვედრას კი 26 სექტემბერს გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,079 ნახვა
%d bloggers like this: