Uncategorized

ბორელი: რუსეთის არმია კუთხეშია მიმწყვდეული და პუტინის რეაქცია – ატომური იარაღის გამოყენებაზე, ცალიან ცუდია

Nusagi

 ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის სიტყვებს ბირთვულ საფრთხეზე, სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ამის შესახებ მან ბიბისი-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია და ტერიტორიების ანექსია წარმოადგენს „საშიშ მომენტს“.

„რუსეთის არმია კუთხეშია მიმწყვდეული და პუტინის რეაქცია – ბირთვული იარაღის გამოყენებაზე – ძალიან ცუდია“,-განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, უკრაინაში მშვიდობის დამყარება ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით უნდა მოხდეს, თორემ მომავალში კიდევ ერთი ომია მოსალოდნელი.

პუტინის განცხადებები, რომ მზად არის გამოიყენოს ატომური იარაღი, დიპლომატის თქმით, დიქტატორის მუქარაა და მას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.

„როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ ეს არ არის ბლეფი, თქვენ ეს სერიოზულად უნდა მიიღოთ“,-განაცხადა მან.

შეგახსენებთ, 21 სექტემბერს, დილით პუტინმა რუსეთში „ნაწილობრივი“ მობილიზაცია გამოაცხადა.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,073 ნახვა
%d bloggers like this: