„გირჩის“ წევრის, დეპუტატ ჰერმან საბოს განცხადებით, სახალხო დამცველობის კანდიდატები ოპოზიციამაც უნდა წამოაყენოს. მისივე თქმით, არასწორი იქნება, ოპოზიციამ ეს საკითხი მხოლოდ სამოქალაქო სექტორს გადააბაროს.
„კარგი პრეცედენტია, რომ 12 პუნქტიდან „ქართულმა ოცნებამ“ სახალხო დამცველის პუნქტზე თქვა, რომ პრეტენზია არ ექნება და ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს გადაულოცა ესტაფეტა. თუმცა მე მგონია, რომ ოპოზიციამ არ უნდა გადააბარონ საკუთარი პასუხისმგებლობა არასამთავრობო სექტორს და თვითონაც უნდა დააყენონ კანდიდატები“, – აცხადებს ჰერმან საბო.
სახალხო დამცველის მსურველთა განცხადების მიღება 29 სექტემბერს დასრულდება. საკუთარ კანდიდატს მმართველი გუნდი არ წარადგენს. კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს.