ხელოვნება და კულტურა

ბრუკლინში ქართულ-ამერიკული დღეები გაიმართა

Nusagi

უკვე მეოთხე წელია ბრუკლინში ქართულ -ამერიკული მემკვიდრეობის დღეები იმართება, რომლის დამაარსებელია მაშინდელი ბრუკლინ ბოროს პრეზიდენტი და დღეს უკვე ნიუ -იორკის მერი ერიკ ადამსი და დიანა ბაგრატიონის ფონდი.

ღონისძიება იმართება ყოველწლიურად ქ-ნი დიანა ბაგრატიონის ორგანიზებით. წელს, 22 სექტემბერს ისტორიულ შენობაში, ბრუკლინ ბორო ჰოლში გაიმართა. შენობის თავზე ფრიალებდა ქართული დროშა. ღონისძიებას ესწრებოდა ბრუკლინ ბოროს პრეზიდენტი ანტონიო რეინაზო, არი კოგანი ,საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ჩვენს თანამემამულეებს მიესალმენ ბრუკლინ ბოროს პრეზიდენტი ბატონი ანტონიო რენაზო, სენატორი არი კოგანი, ბექა ოდიშარია და ქართულ -ამერიკული მემკვიდრეობის დღეების დამაარსებელი ორგანიზატორი ქალბატონი დიანა ბაგრატიონი.

ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა ქართული კულტურის წარმომადგენლებმა აშშ -ში, შესრულდა ქართული და ამერიკული ჰიმნი მომღერალ ნინი შერმადინის მიერ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ბრუკლინსა და ძველი თბილისის ისტორიულ რაიონს შორის ურთიერთობების დაახლოებისა და განვითარების შესახებ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,069 ნახვა
%d bloggers like this: