პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: ვის აინტერესებს ,,რაზბორკები”დავით კეზერაშვილთან, მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ

Nusagi

,,არც კეზერაშვილი არც სხვა არ იქნება ოლიგარქი, რადგან არავის ჭკუაზე არ ვივლი და ჩემი ფასეულობებით გადავწყვიტავ,” – წერს პარტია ,,დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია.

ხოშტარია ოპოზიციას შეახსენებს, რომ მათი ,,რაზბორკები” არავის აინტერესებს, როგორც ის Facebook სტატუსში აღნიშნავს, დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობს და მომავალშიც აპირებს.

,,კიევიდან კიდევ უფრო მძაფრად ჩანს რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ოპოზიციას. იმპერიას ვებრძვით და ამ დროს მარტივ კითხვაზე, რას შვება ოპოზიცია, მარტივი პასუხია საჭირო. ვის აინტერესებს ‘რაზბორკები’. დავით კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ. ასევე ვიპარტნიორებ იმასთან, ვინც ბიძინას წინააღმდეგ იქნება. არც კეზერაშვილი არც სხვა არ იქნება ოლიგარქი, რადგან არავის ჭკუაზე არ ვივლი და ჩემი ფასეულობებით გადავწყვიტავ. 6 თვეა დავით კეზერაშვილის და მისი ცოლის დაფინანსებით ვინახავთ უკრაინელებს. მოკლედ საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ,”- წერს ხოშტარია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,062 ნახვა
%d bloggers like this: