“ქართული ოცნების” წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, “ნაციონალების” ცნობილი ზონდერების შემადგენლობას“ ელენე ხოშტარია დაემატა.
როგორც მათიკაშვილი განმარტავს, ხოშტარია ღიად აცხადებს, რომ „კეზერაშვილის შავი ფულით ხდება მისი და მისი თანაპარტიელების დაფინანსება“.
“ჩვენ კარგად ვნახეთ თუ ვინ გამოიჩინა თავი კეზერაშვილის დასაცავად. “ნაციონალების” ცნობილი ზონდერები, კირკიტაძე, ხაბეიშვილი, რომან გოცირიძე… ამ შემადგენლობას დაემატა ელენე ხოშტარია, რომელიც არ კმარობს რუსეთიდან მიღებულ მილიონობით რუბლს და ღიად აცხადებს, რომ კეზერაშვილის შავი ფულით ხდება მისი და მისი თანაპარტიელების დაფინანსება.
ეს ერთადერთ რამეზე მეტყველებს, დაპირისპირება, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობაში” და მის განშტოებებშია, ცხადია, თავს იჩენს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ეხება დაფინანსებას და ფულს, შავ ფულს, კრიმინალური გზით მოპოვებულ თანხებს, რომლითაც ფინანსდება “ნაციონალური მოძრაობა” და მისი განშტოებები,” – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დავით კეზერაშვილთან „პარტნიორობს და იპარტნიორებს“. როგოც ხოშტარია განმარტავს, ის ასევე იპარტნიორებს იმასთან, ვინც ბიძინას წინააღმდეგ იქნება.
„არც კეზერაშვილი არც სხვა არ იქნება ოლიგარქი, რადგან არავის ჭკუაზე არ ვივლი და ჩემი ფასეულობებით გადავწყვეტ“,-წერს ხოშტარია.
მანამდე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მელიამ განაცხადა, რომ ყველა იმ ადამიანს ჩამოართმევს ხელს, ვინც ივანიშვილთან, როგორც ოლიგარქთან ბრძოლაში დაეხმარება და ამ პროცესში იქნება მისი მოკავშირე, მაგრამ მას ეს რწმენა აღარ აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით.