პოლიტიკა

სვიმონ ჯანგულაშვილი: რატომაა ჩემთვის დანაშაული რუსული ჰონორარის მიღება სახელოვნებო მუშაობაში და რატომ არაა ეს დანაშაული კგბ-შნიკი მამისა და კეკელკა დედის ამ უტიფარი შვილისათვის?

Nusagi

,,მოქმედი ომის დროს, როცა პუტინი ასე ხოცავს ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს, მე უარი ვთქვი ყველა რუსულ პროექტზე. სულაც არ მიმაჩნია რომ ეს რამე სიქველე ან სადიდებელი ამბავია. ჩვეულებრივი რამეა,” – წერს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ყოვლადწმინდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი.

როგორც ჯანგულაშვილი აღნიშნავს, ელენა გერგიევნა ხოშტარია არის ოლიგარქებისა და პუტინის აგენტია.

,,შემოთავაზება მქონდა მარინის თეატრში კონცერტის გამართვის, მარინის თეატრის (გერგიევის) სიმფონიურ ორკესტრთან, რუსულ გუნდთან და ჩემს გუნდთან ერთად. ჩვენი რუსი მეგობრის, ძალიან საყვარელი ადამიანის ნაწარმოები უნდა შეგვესრულებინა და დანარჩენი რაც გვინდოდა. არ და ვერ წავედით ამ ომის გამო. განა რა – ჰონორარს ავიღებდით და ამ ოდიოზური ოჯახივით ქართველებს “მოვახმარდით”. 1 თვის წინ შემოთავაზება მქონდა, “კულტურაზე” ძალიან მნიშვნელოვან და გრანდიოზულ პროექტში დირიჟორობის. რამდენიმე თვის მანძილზე უნდა მედირიჟორა ორკესტრთან. ვარსკვლავი გახდებიო, გზები გაგეხსნება რუსეთისა და ევროპის ორკესტრებთანო. რუსები მთავაზობდნენ იმას, რაშიც ჩემმა ქართველმა “მეგობრებმა” გზა ჩამიკეტეს. არასდროს ასე ახლოს არ ვყოფილვარ ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნებების ასრულებასთან. მაგრამ, უკრაინის ომის გამო უარი ვთქვი.

ზოგადად, ბევრჯერ გამომიხატავს ჩემი პოზიცია – სანამ რუსეთთან, ოკუპაციის მიუხედავად, რაიმენაირი ურთიერთობა აქვს ჩვენს ქვეყანას (მათ შორის, ეს არარაობა სანამ ფულს იღებს გერგიევისგან), მანამდე ხელოვანებისა და სპორტსმენების ბულინგი რუსეთში გამოსვლების გამო, არის დანაშაული და უსინდისო ღორობა.

ვინც რუსულ დენსა და საწვავს მოიხმარს, კვარაცხელიას ან ნებისმიერ სხვას რომ აგინებს, რუსეთში რატომ მუშაობო, ის კეზერაშვილია, ქეთი დევდარიანია და ვახო სანაიაა. მაგრამ, მოქმედი ომის დროს, როცა პუტინი ასე ხოცავს ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს, მე უარი ვთქვი ყველა რუსულ პროექტზე. სულაც არ მიმაჩნია რომ ეს რამე სიქველე ან სადიდებელი ამბავია. ჩვეულებრივი რამეა. ხოდა, მაინტერესებს – რატომაა ჩემთვის დანაშაული რუსული ჰონორარის მიღება სახელოვნებო მუშაობაში და რატომ არაა ეს დანაშაული კგბ-შნიკი მამისა და კეკელკა დედის ამ უტიფარი შვილისათვის? რატომ შეიძლება, რომ საქართველოსთვის 2008 წლის ომში გამოყოფილი მილიარდებით გაოლიგარქებული კეზერაშვილის ფულებით მოწყობილ მიტინგებზე დარბოდეთ და ჩხაოდეთ, ჩემო მეგობრებო, ოლიგარქებსა და რუსულ ფულზე?

ვინც კეზერას მიტინგზე დადიოდით ან აწი წახვალთ, არანაირი უფლება არ გაქვთ, მორალი გვიკითხოთ ოლიგარქიაზე, კორუფციაზე, რუსეთსა და ევროპულ ორიენტაციაზე. კეზერაშვილი ტიპური პუტინური ოლიგარქია – მინისტრობით გამილიარდელებული ნუვორიში, დამნაშავე და საშიში ადამიანი. ელენა გერგიევნა ხოშტარია კი ოლიგარქებისა და პუტინის აგენტია. ვერ გაიმარჯვებთ, ნაცებო!” – წერს facebook -ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,073 ნახვა
%d bloggers like this: