სამართალი

გრიგოლ ლილუაშვილი tv-პირველს: მერე არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემქმნელი არა სუს-ი, არამედ თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელობაა

Nusagi

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში უკანონო მოსმენები არ მიმდინარეობს.

ლილუაშვილმა უპასუხა „ტვ პირველის“ კითხვას, „რატომ უსმენენ ჟურნალისტებს აქტიურად“.

„უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი. ეს ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს და არა რომელიმე ჟურნალისტის მოსმენას. ვინმემ გამოიყენა თქვენ წინააღმდეგ, დაგაშანტაჟათ თუ რა, საიდან მოგაქვთ? თქვენ შექმენით. რომელი „კრებსები“ იყო? აუდიო, ვიდეო? სპექტაკლი რომ დადგით, აგენტი 001 და აგენტი 007 ? მაშინ კეთილი ინებეთ, გამოძიებამ თქვენ მოგწერათ და გადმოგვეცით ის მასალები, რომლებიც ხელთ გაქვთ. რატომ არ აძლევთ? გადაეცით მასალები, თუ გინდათ გარკვევა, მაგრამ შემდეგ არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემქმნელები არა სუს-ი, არამედ თქვენი ტელეკომპანიის ხელმძღვანელები არიან“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,079 ნახვა
%d bloggers like this: