გარდაიცვალა ცნობილი რუსი მომღერალი ბორის მოისეევი. რუსული მედიის ინფორმაციით, 68 წლის მომღერალი მოსკოვში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მუსიკოსის ცხედარი მისმა არტდირექტორმა, სერგეი გოროხმა აღმოაჩინა, როცა მოისეევთან სტუმრად მივიდა.
ცნობილია, რომ მომღერალს რამდენიმე ინსულტი ჰქონდა გადატანილი.
ბორის მოისეევი რუსეთის დამსახურებული არტისტი იყო და არაერთი პრემიის მფლობელი. ის იყო ერთ-ერთი პირველი ღიად გეი მომღერალი რუსეთში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მოისეევი ხალხში გამოჩენას ერიდებოდა თავისი გარეგნობის გამო. არსებობს ვერსია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მრავალრიცხოვანმა პლასტიკურმა ოპერაციებმა დაამძიმა.
Facebook Comments Box