ხელოვნება და კულტურა

„ჟამი ბროწეულისა“ – ხელოვნების სასახლე ნოდარ ბადურაშვილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლებს

Nusagi

29-სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით “ხელოვნების სასახლე” ცნობილი ხელოვანის, მხატვრობაში გამორჩეული სტილის “ლევკასის” უბადლო შემსრულებელს ნოდარ ბადურაშვილის გამოფენას უმასპინძლებს.

“ჟამი ბროწეულისა” –  ასე ქვია ნოდარ ბადურაშვილის პერსონალურ გამოფენას, რომელიც მხატვრის 70 წლის იუბილეს ეძღვნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის უნიკალური კოლექცია, რომელსაც ის წლების განმავლობაში ამზადებდა გამოფენისთვის.

გამოფენის ორგანიზატორები არიან: გალერეა არტ-ქორნერი, ინტერნეტ პორტალი artrooms.ge და ხელოვნების სასახლე. საინფორმაციო მხარდამჭერები: ipress.ge და კლიპარტი.

ნოდარ ბადურაშვილი  გამორჩეული ტექნიკის, ლევკასის უბადლო შემსრულებელია.

“ასე მგონია ისევ 25 წლის ვარ, ახლა ვიწყებ ყველაფერს. სარკეში ჩახედვა არ მინდა, იმიტომ კი არა, რომ არ მომწონს ჩემი თავი, არა, უბრალოდ, ვერ ვცნობ…“ – ამბობს მხატვარი.

 ნოდარ ბადურაშვილი: მგონია, რომ ახალგაზრდა ვარ სულ. შიგნით ახალგაზრდა ვარ, და თითქოს წინ მაქვს გზა, რომელსაც დავძლევ, ან შევქმნი ახალს. ჩემს თავს იმით ვათამამებ ხოლმე, რომ ეტყობა არ მითქვამს ჯერ არაფერი, ჯერ კიდევ სათქმელი მაქვს გადმოსაცემი და იმედი მაქვს,  მაცდის დრო, ღმერთი, განგება.

ჩემი ვითარება და პოლიტიკა არის ჩემი შემოქმედება და შემოქმედება არის დროის გარეშე. მე საერთოდ არ მიმაჩნია, რომ დრო არსებობს. დრო არ არსებობს. მეშინია ხალხის, მიყვარს ხალხი, გავურბივარ და მათთვის ვქმნი. ადამიანებისთვის ვქმნი. ვისაც უნდა მოვიდეს საურთიერთობოდ, დამელაპარაკოს, მე ყოველთვის მზად ვარ…

მინდა ადამიანი, ხალხი თავისუფალი იყოს, სილაღე იგრძნოს, არ იყოს სიმძიმე მასში, მაგრამ არა ზედაპირული სილაღე. ძიების პროცესი არის სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე. მე კიდევ ვეძებ, ჯერ კიდევ გზაში ვარ, ჯერ ბებერი არ ვარ, ახალგაზრდა ბიჭი ვარ, სასაცილო ბიჭი.”

წყარო: ipress

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,078 ნახვა
%d bloggers like this: