უცხოური მედია

სლოვაკეთის პრემიერი აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტის გამო შექმნილი ენერგოკრიზისი „ქვეყანას მოკლავს“

Nusagi

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰაგერმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის ფასის მკვეთრი ზრდა ქვეყნის ეკონომიკას კოლაფსით ემუქრება. ამის შესახებ Financial Times წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის ყველაზე მკაცრი განცხადება, რომელიც გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს ეხება.

კერძოდ, ჰაგერმა განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე, ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასები „ქვეყნის ეკონომიკას, შემდგომში კი, ქვეყანას კლავს“.

მან სლოვაკეთისთვის დახმარების სახით მილიარდი ევროს გამოყოფა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რესპუბლიკის ხელმძღვანელობა იძულებული იქნება, იმ კომპანიის ნაციონალიზაცია მოახდინოს, რომლებიც ქვეყანას ელექტროენერგიით ამარაგებენ. 

ამ დროისთვის სლოვაკეთი ატომური და ჰიდროელექტროენერგიის უმსხვილესი მწარმოებელია,- აღნიშნავს FT. თებერვლის დასაწყისში მსხვილმა კომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ზედმეტი ენერგია მიყიდონ ენერგოთრეიდერებს, რომლებიც ახლა რესპუბლიკას, კრიზისის გამო, საბაზრო ფასად, 5-მაგად გაზრდილი ფასით უბრუნებენ უკან. 

„ამგვარად, სლოვაკები 500 ევროს იხდიან იმაში, რაც 100 ევროდ გაყიდეს“,-აცხადებს პრემიერი. მისივე თქმით, ევროკავშირის გადასახადები, რომლებსაც მსხვილი კომპანიები იხდიან, ყველა ქვეყანაზე თანაბრად უნდა განაწილდეს. 

თუ ბრიუსელი ამაზე უარს იტყვის, სლოვაკეთი იმ ენერგიას, რომელიც ექსპორტისთვის არის განკუთვნილი, საკუთარ ქვეყანას მოახმარს. 

პრემიერმა ევროკავშირს ასევე 5 მილიარდი ევრო მოსთხოვა, რათა მოახდინოს ბიზნესისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში საწარმოები დაიკეტება და ეკონომიკა ჩამოიქცევა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,069 ნახვა
%d bloggers like this: