Uncategorized

ლევან ნიკოლეიშვილი: ამ ეტაპზე ელჩის სასწრაფოდ გაძევება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად -ამ ნაბიჯმა შეიძლება დააჩქაროს ის ვერსია, რომ რუსეთი ემზადება აფხაზეთში უკრაინის რეგიონების მსგავსი რეფერენდუმის ჩასატარებლად

Nusagi

სუსტი, მაგრამ ასევე არსებობის უფლების მქონე ვერსია-ბელორუს ლიდერს სურს აფხაზეთთან ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული ურთიერთობები ჩამოაყალიბოს-რას აძლევს ისეთს არ ვიცი, მაგრამ შეიძლება თვითონ გარკვეულ სარგებელზე ფიქრობდეს- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას.

მისი თქმით ხელისუფლების მხრიდან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთანაც მიდის გარკვეული კონსულტაციები, შესაბამისად აჩქარება და ცხელ გულზე ქმედებები ნამდვილად არ წაგვადგება.

„ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში, რომ …. ამაზე მგონი არავინ არ დავობს, ოღონდ, მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლების ყველა დონის წარმომადგენელმა გააკეთა, შესაბამისი მკაცრი განცხადება, ოპოზიცია და მათი სატელიტები არათუ უკმაყოფილოები არიან, არამედ კატეგორიულად მოითხოვენ ბელორუსიის ელჩის საქართველოდან დაუყოვნებლივ გაძევება-გაგდებას! რა ნიშნავს და რით არის გამოწვეული ბელორუსიის ლიდერის აფხაზეთში „მოულოდნელი“ ვიზიტი:
• ლუკაშენკო დასასვენებლად და სააგარაკე მიწის შესაძენად იქ არ ჩასულა;
• პუტინის მეგობარი და თანამოაზრე, შეიძლება აფხაზეთს „ამზადებს“ რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო გაერთიანებაში შესასვლელად- რაც ფაქტობრივად მის სახელმწიფოდ აღიარებას ნიშნავს;
• თვითონ რუსეთი ემზადება აფხაზეთში უკრაინის რეგიონების მსგავსი რეფერენდუმის ჩასატარებლად და იქ თავის ემისარი, გარკვეული პირობების შესათანხმებლად თუ დასაზუსტებლად გაუშვა;
• ეს იყო კიდევ ერთი სიგნალი, დასავლეთისთვის რუსეთის მხრიდან, რომ უკრაინის გარდა სხვაგანაც შეუძლია სიტუაციის დაძაბვა-არევა, თუმცა ეს სიგნალებისა და მინიშნებების გარეშე გასაგებია;
• ლუკაშენკო, აგზავნის გარკვეულ გზავნილს, რომ თუ მის მიმართ პოლიტიკა არ შერბილდება, შეიძლება ბელორუსმა აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება განახორციელოს;
• სუსტი, მაგრამ ასევე არსებობის უფლების მქონე ვერსია-ბელორუს ლიდერს სურს აფხაზეთთან ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული ურთიერთობები ჩამოაყალიბოს-რას აძლევს ისეთს არ ვიცი, მაგრამ შეიძლება თვითონ გარკვეულ სარგებელზე ფიქრობდეს;
• პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას პრობლემები რომ შეექმნა ეს ფაქტია, განსაკუთრებით ჩეჩნეთსა და დაღესტანში, აქედან გამომდინარე ლუკაშენკო შეიძლება აფხაზეთში ამ საკითხის შუამავლადაც კი იყოს მივლინებული.

მოკლედ ვერსიები ბევრია, ფაქტია ძალიან ცუდი, ელჩი საგარეო უწყებაში იქნა დაბარებული, მაგრამ მისი ამ ეტაპზე, თანაც სასწრაფოდ გაძევება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად-ამ ნაბიჯმა შეიძლება უბრალოდ დააჩქაროს ჩემს მიერ ჩამოთვლილი ვერსიებიდან ერთ-ერთი, რაც კარგი ნამდვილად არ იქნება. ისე, კი „გენიოს“ რადიკალების მოთხოვნის გარეშეც ელჩის გაძევება, ყოველთვის არის შესაძლებელი თუ კი პროცესები აღიარებისკენ წავა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამ პროცესის დაჩქარების ხელშემწყობი! დანარჩენი რა შეიძლება გაკეთდეს, რადიკალებმა „ნამდვილად“ იციან, ცოტა კი გამიკვირდა, რატომ არ გამოთქვეს ბელორუსიისთვის დაუყოვნებლივ ომის გამოცხადების წინადადება!
და ბოლოს დარწმუნებული ვარ ამ საკითხებზე, ხელისუფლების მხრიდან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთანაც მიდის გარკვეული კონსულტაციები, შესაბამისად აჩქარება და ცხელ გულზე ქმედებები კი ნამდვილად არ წაგვადგება“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,060 ნახვა
%d bloggers like this: