საზოგადოება

18-მეტრიანი ავტობუსების შეძენას თბილისი მერია 2023 წლიდან დაიწყებს – კალაძე

Nusagi

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მერია 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენას 2023 წლიდან, მას შემდეგ დაიწყებს, რაც ამ მოცულობის ავტობუსების გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე მერმა ისიც აღნიშნა, რომ 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენა წელს უნდა მომხდარიყო.

„მომავალ წელს 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენას ვაპირებთ. ეს წელს უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ მომავალი წლისთვის გადავწიეთ, რომ მოვასწროთ გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები და გამზადებული იყოს იმისთვის, რომ 18-მეტრიანმა ავტობუსებმა იმ კონკრეტულ მარშრუტებზე, რომელზეც იქნება დანიშნული, გადაადგილება ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეძლონ“, – თქვა მერმა.

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სხდომის დასრულების შემდეგ კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ ავტობუსების შეძენა 2 წლის განმავლობაში მოხდება.

ცნობისთვის: თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი 2022 წელს უნდა შემოსულიყო, თუმცა 18-მეტრიანი ავტობუსები ქალაქში, ჯერ 2020 წლიდან, შემდეგ კი უკვე 2021 წლიდან უნდა გამოჩენილიყო. კახა კალაძის გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ 18-მეტრიან ავტობუსებს სწრაფ, 10 სატრანზიტო დერეფანში უნდა ევლოთ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,079 ნახვა
%d bloggers like this: