უცხოური მედია

Lizzo-მ 200 წლის ფლეიტაზე დაუკრა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტს ეკუთვნოდა. 

Nusagi

ამერიკელმა მომღერალმა Lizzo-მ ვაშინგტონში გამართულ კონცერტზე აშშ-ს პრეზიდენტის, ჯეიმს მედისონი ფლეიტაზე დაუკრა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 200 წლის კრისტალის ინსტრუმენტი კონგრესის ბიბლიოთეკაში ინახება, რომელმაც გრემის მფლობელ მომღერალს ფლეიტის გამოყენების ნებართვა მისცა. ინსტრუმენტი სცენაზე პოლიციის ესკორტის თანხლებით მიიტანეს.

Lizzo-მ ფლეიტაზე დაუკრა, იცეკვა, რის შემდეგაც თქვა: „ახლახან ტვერკი ვიცეკვე და ჯეიმს მედისონის ფლეიტაზე დავუკარი 1800-იანებიდან“.

კონგრესის ბიბლიოთეკაში განმარტავენ, რომ სავარაუდოდ ფლეიტაზე საჯაროდ მედისონის დროს რამდენჯერმე დაუკრეს, თუმცა მას შემდეგ არვის გაუგია როგორ ჟღერს ინსტრუმენტი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,069 ნახვა
%d bloggers like this: