სპორტი

ინდონეზიაში საფეხბურთო მატჩის შემდეგ მომხდარი არეულობის შედეგად სულ მცირე 174 ადამიანი დაიღუპა

Nusagi

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე, ფეხბურთის მატჩის დროს, სულ ცოტა, 174 ადამიანი დაიღუპა. 180-მა ადამიანმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო – ადგილობრივი პოლიციის ცნობით, წაგებული გუნდის გულშემატკივრები ფეხბურთის მოედანზე შევარდნენ, მსხვერპლი სწორედ ამის შემდეგ წარმოშობილ ჭყლეტას მოჰყვა.

ერთმანეთს ინდონეზიის ორი საფეხბურთო გუნდი, „არემა“ და „პერსებაია სურაბაია“ ხვდებოდნენ, მალანგიში, კანჯურუჰანის სტადიონზე.

ფანების უკმაყოფილება არემას (2:3) წაგებას მოჰყვა და ისინი საფეხბურთო მოედნისკენ გაიქცნენ. ბრბოს აგრესიას კი მსხვერპლი მოჰყვა.

პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, მაგრამ ამან მხოლოდ გააძლიერა არეულობები. დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები, ასევე ორი პოლიციელი.

ინდონეზიის საფეხბურთო ლიგამ საქმიანობა ერთი კვირით შეაჩერა. მიმიდინარეობს გამოძიება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,067 ნახვა
%d bloggers like this: