კრიმინალი

„შაბათის ფორმულა“: წითელი ცირკულარით ძებნილი ნიშნიანიძე ფეხბურთის ფედერაციას და ნაკრების წევრებს ემუქრება

Nusagi

შაბათის ფორმულამ მოიპოვა აუდიოჩანაწერი, რომელშიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებს სიცოცხლის მოსპობით და ცემით ემუქრებიან.  წყარო ჰყვება რა ხდება ფეხბურთის ფედერაციაში და რისი ეშინიათ ფეხბურთელებს. მუქარის შემცველი ხმოვანი შეტყობინებები ნაკრების წევრებმა და ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო.

წყაროს ინფორმაციით, მუქარის ავტორია ნოდარ ნიშნიანიძე. 32 წლის მამაკაცი, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. შეტყობინების შინაარსის მიხედვით, ნიშნიანიძე ფედერაციას თამაშის წესებსა და გუნდის ძირითად შემადგენლობას უწუნებს. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ნიშნიანიძე გაბრაზებულია იმის გამო, რომ ბოლო მატჩზე, როდესაც საქართველომ მაკედონიას 2:0 მოუგო ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა ვაკო ყაზაიშვილი, საქართველოს ნაკრების შემტევი და ულსან ჰიუნდაის ნახევარმცველი. ნიშნიანიძე ყაზაიშვილის ცოლის ძმაა და უკვე წლებია, ქართული ოცნების ხელისუფლებასთანა დაპირისპირებული, რადგან მისივე მტკიცებით, მას გამოძიებამ ჯერ კიდევ 2015 წელს იარაღი ჩაუდო.

მუქარის შემცველ შეტყობინებაში ისმის, ნოდარ ნიშნიანიძის გაბრაზების მიზეზი. ის ეჭვობს, რომ ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ,  სწორედ ნიშნიაძესთან ნათესაური კავშირის გამო ვერ მოხვდა. ზარის ავტორი ადრესატს, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ლადო დვალიშვილს ეუბნება, რომ არასამართლიანად ნათესავი ფეხბურთელის დასჯის გამო პასუხს ყველას მოსთხოვს. ფეხბურთელებსა და ფედერაციას რომ ემუქრებიან იცის გუნდის კაპიტანმა გურამ კაშაიამაც. საქმის კურსშია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. ნოდარ ნიშნიანიძე სწორედ ფედერაციის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს იმაში, რომ ვაკო ყაზაიშვილს უსამართლოდ ჩაგრავენ.

ჩანაწერში ნიშნიანიძე ფეხბურთის ფედერაციას ეუბნება, რომ პასუხს ყველას მოსთხოვს – ევროპაში ჩასვლის შემთხვევაში ყველას იპოვიან ის და ლაშა სიხარულიძე, მეტსახელად სუხო ნაკრებს “გაანახევრებენ”. ნოდარ ნიშნიანიძესთან ერთად წითელი ცირკულარით ეძებენ ლაშა სიხარულიძესაც. უკრაინის ძალოვანი უწყება მათ ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის ირაკლი მალანიას მკვლელობისთვის ეძებს.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,069 ნახვა
%d bloggers like this: