უცხოური მედია

ოკუპირებულ აფხაზეთში 18-დან 27 წლამდე მამაკაცების სამხედრო გაწვევა დაიწყო

Nusagi

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„აფსნიპრესის“ ცნობით, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიწვევენ 18 – დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას.

ამავე ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ.

აფხაზეთის „მინისტრთა კაბინეტს, სოხუმის ადმინისტრაციას და რაიონის გამგეობებს“ დაევალათ უზრუნველყონ მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

უსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ MEDUZA -ს განუცხადა, რომ კრემლი განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მობილიზებას უკრაინასთან ომში საბრძოლველად.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,774 ნახვა
%d bloggers like this: