პოსტები სოციალური ქსელიდან

„ნამდვილი ხართ? ხელს მოგკიდებთ“ – ელენე ხოშტარია ნიკა გვარამიას პროცესიდან გააძევეს

Nusagi

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესიდან გააძევეს. ხოშტარია საქმის პროკურორთან მივიდა და ჰკითხა: „ნამდვილი ხართ? ხელს მოგკიდებთ“. ამის შემდეგ კი მოსამართლემ მას დარბაზი დაატოვებინა.

„დღეს ნიკა გვარამიას პროცესზე მხოლოდ 15 წუთი გავძელი. ვერ ვაიძულებ თავს ის ფარსი, პროკურორის სხაპასხუპით მოყოლილი სრული სიგიჟეები, აი, თვითონაც და ყველამ რომ იცის, რომ ტყუის, უბრალოდ უნდა თქვას; მოსამართლის ძალით სერიოზული სახე, ზედ კიდევ მანტია რომ მოუცვია და ამაღლებულ სკამზე დამჯდარა; დაღლილი, უემოციო, უიმედო და ენერგია გამოცლილი მანდატურები; მთელი ეს ფარსი, მოკლედ, ვერ ვაიძულებ სერიოზულად აღვიქვა და მეც ვიჯდე ვითომ ის წესები (ამ დროს უწესობა) მისაღებია და ნორმაა. 

ჰოდა, ეს პროკურორი ასე რომ ბუტბუტებდა სხდომაზე, ავდექი და მივედი, მივუახლოვდი, მაინტერესებდა ნამდვილი თუ იყო. თუ შეიძლება, შეგეხები, ნამდვილი თუ ხართ-თქო. კიო, ნამდვილი ვარო. მოსამართლე აღშფოთდა. იმაზე კი არ აღშფოთდა, ქვეყნის ინტერესებს რომ ფეხებზე იკიდებს, ადამიანს უსამართლოდ ექცევა, ტრავმას აყენებს ხალხს, ტყუილს სერიოზული სახით ისმენს, ამ სიყალბის თავშია. ეგ არ აწუხებს. 

მოკლედ, მხოლოდ 15 წუთი გავძელი და კიდევ ერთხელ ვთქვი ჩემ თავთან ეს თუ ვერ შევცვალეთ, 0-ია ჩვენი პოლიტიკური თაობის ფასი“, – წერს ხოშტარია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,069 ნახვა
%d bloggers like this: