უცხოური მედია

რუსეთმა ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვაზე ძებნა გამოაცხადა

რუს ტელეჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვაზე რუსეთმა ძებნა გამოაცხადა. რუსეთის პირველი არხის უცხოეთის ამბების რეპორტიორი, რომელმაც ჯერ კიდევ ივლისში უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესია პირდაპირ ეთერში გააპროტესტა, შინაპატიმრობიდან გაიქცა.

სამართალდამცველებს ამის შესახებ მისმა ყოფილმა ქმარმა შეატყობინა. მისი თქმით, ოვსიანიკოვა მათ ქალიშვილთან ერთად, მიიმალა. ჟურნალისტს პროტესტის გამო 2-თვიანი შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ახლა კი მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,627 ნახვა
%d bloggers like this: