პოლიტიკა

დავით მაღრაძე: დაგვსაჯეს იმიტომ, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით, რაც ჩვენთვის თვითგანადგურების ტოლფასი იქნებოდა

Nusagi

,,მჯერა, რომ იმ 12-პუნქტიანი გეგმის ვადაში შესრულებას შევძლებთ. ევროკავშირის ბიუროკრატიაზე ვსაუბრობდით და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო კანდიდატობის წევრებს შორის კორუფციის მაჩვენებლით, დემოკრატიული ინსტიტუციებით პირველი იყო. უკრაინაც და მოლდოვაც მას ბევრად ჩამორჩებოდა, მაგრამ ერთ დღეში ყველაფერი შეტრიალდა და ორივე ქვეყანას ყველა პარამეტრით ჩამოვრჩით.,’’ – ამის შესახებ მწერალმა დავით მაღრაძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან’’ ინტერვიუს დროს განაცხადა.

როგორც დავით მაღრაძემ აღნიშნა, საქართველოს ასეთი “დასჯა” სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატიის კრიზისზე მიანიშნებს. მისი აზრით, მეორე ფრონტის გახსნა, ჩვენთვის თვითგანადგურების ტოლფასი იქნებოდა.

,,ორივეს წარმატებას ვუსურვებ, განსაკუთრებით უკრაინას, რომელიც ყოველ წუთს კარგავს ადამიანებს, მაგრამ ჩვენი ასეთი “დასჯა” სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატიის კრიზისზე მიანიშნებს. დაგვსაჯეს იმიტომ, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით, რაც ჩვენთვის თვითგანადგურების ტოლფასი იქნებოდა. ჩვენც გვაქვს ცოდვები, მაგრამ უცოდველი არც ევროკავშირია, არც ბრიტანეთის სამეფო ან სხვა ქვეყანა,’’ – განაცხადა დავით მაღრაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,073 ნახვა
%d bloggers like this: