პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: ამ ადამიანებს შეეზღუდებათ უკრაინაში პროდუქციის ტრანსპორტირება და ტრანზიტი, უკრაინიდან კაპიტალის გატანა, შეუჩერდებათ ყველანაირი ლიცენზია, აეკრძალებათ ქონების შეძენა და ვერ გამოიყენებენ უკრაინის ტერიტორიულ წყლებს და საჰაერო სივრცეს

Nusagi

ივანიშვილის ნათესავებისთვის უკრაინის მიერ სანქციების დადებას, “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ეხმაურება. ის იმ შეზღუდვებზე საუბრობს, რომელიც ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ოლიგარქის გარემოცვას შეეხება:

“ამ ადამიანებს შეეზღუდებათ სავაჭრო ოპერაციები უკრაინის ტერიტორიაზე, პროდუქციის ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის შესაძლებლობა, შეეზღუდებათ უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანა, გაუქმდება და შეუჩერდებათ ყველანაირი ლიცენზია, აეკრძალებათ ქონების პრივატიზაცია – შეძენა, შეეზღუდებათ საკუთრების უფლება და ვერ გამოიყენებენ უკრაინის ტერიტორიულ წყლებს და საჰაერო სივრცეს” ამბობს ხოშტარია. 
მისივე თქმით, ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირება არის გაფრთხილება თავად ბიძინა ივანიშვილისთვის და სწორედ მის ოლიგარქიულ საქმიანობას უკავშირდება. დასანქცირების მთავარი მოტივი კი კრემლთან კავშირებია.

როგორც ხოშტარია აცხადებს, უკრაინამ ამ გადაწყვეტილებით გამიჯნა ივანიშვილის კლანი და საქართველოს სახელმწიფო, არ დაასანქცირა ქვეყანა და დაასანქცირა უშუალოდ ქვეყნის დე ფაქტო მმართველის ახლო გარემოცვა.

როგორც ის ამბობს, პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება არის გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ისინიც შეუერთდნენ უკრაინას და მათაც დააწესონ სანქციები.

“დროას” ლიდერის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ პარტნიორებთან თანამშრომლობას იმისთვის, რომ გაფართოვდეს როგორც ინდივიდუალური სანქციების სია, ისე იმ ქვეყნების სია, რომლებიც შეზღუდვებს აამოქმედებენ საქართველოში ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ.

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრს – ალექსანდრე ივანიშვილს, ქეთევან ხარაიძეს, უჩა მამაცაშვილს, ტიტე მამაცაშვილს და რამდენიმე ქართველ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,176,029 ნახვა
%d bloggers like this: