მოდა

ბალენსიაგა კენი უესტთან თანამშრომლობას წყვეტს

ბალენსიაგას მოდის სახლმა ოფიციალურად გაწყვიტა რეპერ კენი უესტთან თანამშრომლობა მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა სოციალურ ქსელში რამდენიმე სკანდალური კომენტარი გამოაქვეყნა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით, ბალენსიაგას არანაირი ურთიერთობა აღარ სურს უესტთან და არც მომავალში გეგმავს რაიმე სახის თანამშრომლობას მასთან. 

უესტს, რომელმაც სახელად Ye  დაირქვა, 2020 წლიდან მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა აღნიშნულ ბრენდთან. „სიენენი“ წერს, რომ კენი უესტი და ბალენსიაგას კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ერთმანეთს დღეში რამდენიმეჯერ ეკონტაქტებოდნენ. სწორედ გვასალია და ბალენსიაგას აღმასრულებელი დირექტორი სედრიკ შარბიტი ესწრებოდნენ იმ „ავადსახსენებელ“ ჩვენებას პარიზში, რომელზეც კენი უესტი გამოვიდა მაისურზე წარწერით «White Lives Matter» (თეთრების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“) აღნიშნული წარწერა აღქმული იქნა ტრამპის საწინააღმდეგო მოძრაობის -„შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ დამაკნინებლად. 

კენი უესტს ბრალად სდებენ ასევე, ანტისემიტურ განწყობებს, რის გამოც სოციალურმა ქსელმა ტვიტერმა მისი პროფილი დაბლოკა. კენიმ კი, განაცხადა, რომ აპირებს ულტრამემარჯვენე სოციალური პლატფორმა Parler-ის შეძენას, რადგან ფიქრობს, რომ სხვა ქსელები მას ყოველთვის დაბლოკავენ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,408,578 ნახვა
%d bloggers like this: