ჯარი

ახალი კანონმდებლობით მოქალაქე მექანიკურად ჯარს თავს ვეღარ აარიდებს – ჯუანშერ ბურჭულაძე

Nusagi

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ჯარის პოპულარიზაცია დიდწილად დასახული მიზნების მიღწევის საშუალებასაც წარმოადგენს. 

„მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ შევქმნათ უსაფრთხო გარემო, შევამციროთ რისკები და შევქმნათ ბრძოლისუნარიანი ჯარი, რომელიც შეძლებს, წინააღმდეგობა გაუწიო ნებისმიერი შემადგენლობის მოწინააღმდეგეს. ჯარის პოპულარიზაციის საკითხი გამოწვევად რჩება. ეს ის საკითხია, სადაც მთელი საზოგადოება უნდა იყოს გაერთიანებული.

ვფიქრობ, ახალ კანონმდებლობაში აღარ იქნება ისეთი საშუალებები, რომ მექანიკურად აარიდოს თავი ადამიანმა სავალდებულო სამსახურს, თუმცა ჩვენ ისიც უნდა გავიაზროთ, რომ დღეს არ გვაქვს იმის რესურსი, პოტენციურად, რამდენი ადამიანიც შეიძლება იყოს წვევამდელთა კატეგორიაში, ყველა გავიწვიოთ, ამის არც საშუალება გვაქვს და პრინციპში არც საჭიროება დგას ამ ეტაპზე”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,412 ნახვა
%d bloggers like this: