ხელოვნება და კულტურა

უიტნი ჰიუსტონის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის ახალი თრეილერი გამოქვეყნდა

Nusagi

კინოკომპანია Sony Pictures Entertainment-მა უიტნი ჰიუსტონის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის ახალი თრეილერი წარმოადგინა. ფილმს, მომღერლის ცნობილი სიმღერის მსგავსად, I Wanna Dance with Somebody ჰქვია.

თრეილერში ნაჩვენებია ჰიუსტონისა და მისი მენეჯერის, კლაივ დევისის კონფლიქტი. მომღერლის როლს ნაომი ეკი ასრულებს.

ფილმის პროდიუსერი კლაივ დევისია, რეჟისორი კი სტელა მეგი. რაც შეეხება სცენარს, ის „ბოჰემური რაფსოდიის“ ავტორმა, ენტონი მაკარტენმა დაწერა.

ფილმის პრემიერა 21 დეკემბერს შედგება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,367 ნახვა
%d bloggers like this: