მეცნიერება

კვლევა: ბავშვები, რომლებსაც სახლში საქმის კეთებას აიძულებენ, უფრო წარმატებულები იზრდებიან

Nusagi

გასაკვირი არ არის, თუ თქვენი შვილები ისტერიკაში ვარდებიან, როდესაც მათ სახლში საქმის კეთებას სთხოვთ. ვის უნდა 20 წუთის განმავლობაში პომიდორი ხეხოს ან ხახვი და მწვანილი დაჭრას, როდესაც შეუძლიათ მემილიონედ უყურონ თავიანთ საყვარელ მულტფილმს? მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მათ სურვილებს დაჰყვეთ, საჭიროა, თქვენი გაიტანოთ და საქმის გაკეთება აიძულოთ,- ამის შესახებ Harpers Bazaar  სტენფორდის უნივერსიტეტის ყოფილ დეკანსა და მწერალ ჯული ლიტკოტ-ჰეიმსს ციტირებს.

Tech Insider-თან ინტერვიუში მეცნიერმა განაცხადა, რომ ბავშვები, რომლებიც სახლში საქმის კეთებას არიან მიჩვეულნი, მოზრდილ ცხოვრებაში გაცილებით წარმატებულები არიან.

„როდესაც მათ საოჯახო საქმის კეთებას აიძულებენ – ნაგვის გატანას, საკუთარი ტანსაცმლის რეცხვას,  მათ ესმით, რომ ამ ცხოვრების ნაწილი არიან. თუ ბავშვი თეფშს არ გარეცხავს, მის მაგივრად ამას სხვა გააკეთებს და ის თავისუფლდება არა მხოლოდ საქმისგან, არამედ იმის ცოდნისგანაც, რომ ყოველმა ჩვეთაგანმა რაღაც უნდა გააკეთოს, რომ ერთი მთლიანი გააუმჯობესოს“,-განაცხადა მეცნიერმა და ჰარვარდის კვლევის შედეგები დაიმოწმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,404 ნახვა
%d bloggers like this: