პოლიტიკა

ბაჩო დოლიძე: გვჭირდება ისეთი კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც აბსოლუტურად ყველაზე თანაბრად იმუშავებს

Nusagi

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა, რომელსაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააინიცირებენ. პარტიის მიერ მომზადებული ცვლილებებით, ოლიგარქი არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე სამ პირობას და ზეგავლენას ახდენს საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე. კანონპროექტი ითვალისწინებს ოლიგარქთა რეესტრის არსებობას, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს.

„ნაცმოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ თავისი პარტიისა და „ქართული ოცნების“ კანონპროექტების განსხვავებებზე ისაუბრა.

„განსხვავება მართლაც ძალიან დიდია ამ ორ ვერსიას შორის. „ქართული ოცნების“ ვერსია გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული კანონპროექტი „ქართული ოცნების“ ოპონენტებზე იქნება გამოყენებული, საერთოდ არანაირი სახით არ ეხება ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ შემთხვევაში, გვჭირდება ისეთი კანონი, რომელიც აბსოლუტურად ყველაზე იმუშავებს თანაბრად – ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ სხვა“, – განმარტავს დოლიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,078 ნახვა
%d bloggers like this: